Loading data...
„ჰამასი“: ბოლო მძევლის დაბრუნება აჩვენებს, რომ ჩვენ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ერთგულები ვართ

პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ უფროსი სერჟანტის რან გვილის ცხედრის დაბრუნება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის პირობებისადმი მის ერთგულებას ადასტურებს.

„ღაზაში ბოლო ისრაელელი ტყვის ცხედრის აღმოჩენა ადასტურებს „ჰამასის“ ერთგულებას ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა მოთხოვნის მიმართ, მათ შორის პატიმრების გაცვლის მიმართ“, - განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა ჰაზემ კასემმა.

„ჰამასი“ გააგრძელებს შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვას, მათ შორის ღაზას ადმინისტრაციის ეროვნული კომიტეტის მუშაობის ხელშეწყობას და მისი წარმატების უზრუნველყოფას. ჩვენ მოვუწოდებთ შუამავლებს და შეერთებულ შტატებს, აიძულონ „ოკუპაცია“, შეწყვიტოს შეთანხმების დარღვევა და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები“, - აღნიშნა დაჯგუფების წარმომადგენელმა.