„ჰამასი“ აცხადებს, რომ სამთავრობო უწყებებს დაავალა, ცეცხლის შეწყვეტის გეგმის ფარგლებში, ძალაუფლების დათმობისთვის მოემზადონ
„ჰამასი“ აცხადებს, რომ მან თავის სამთავრობო უწყებებს დაავალა, მოემზადონ თავიანთი უფლებამოსილებების პალესტინელი ტექნოკრატების დამოუკიდებელი კომიტეტისთვის გადასაცემად, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის გეგმის თანახმად, ღაზას ადმინისტრირებას განახორციელებს. ამის შესახებ The Times Of Israel-ი იუწყება.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი ამ კვირაში გამოაცხადებს მშვიდობის საბჭოს შემადგენლობას, რომელიც პალესტინის კომიტეტს გაუწევს ზედამხედველობას.
„აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ ღაზას სექტორისთვის მშვიდობის საბჭოს შექმნის განზრახვის შესახებ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, მოძრაობა „ჰამასმა“ ყველა სამთავრობო უწყებისა და სააგენტოსთვის გასცა მითითებები, რათა მოემზადონ ყველა უფლებამოსილების ამ დამოუკიდებელი პალესტინის ტექნოკრატიული კომიტეტისთვის გადასაცემად“, - განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა ჰაზემ ქასემმა ვიდეომიმართვაში.
„ეს გადაწყვეტილება ნათელი და საბოლოოა და ასევე არსებობს ინსტრუქციები, რათა ხელი შეუწყოს ამ პალესტინური სააგენტოს მუშაობის წარმატებას, უმაღლესი ეროვნული ინტერესებისა და ღაზას სექტორში ომის დასრულების გეგმის შესაბამისად“, - აღნიშნა ქასემმა.