Loading data...
„ჰამასი“ აცხადებს, რომ 25 იანვარს ოთხ ქალ სამხედროს გაათავისუფლებს და მათ სახელებს აქვეყნებს

„ჰამასმა“ კიდევ ოთხი მძევლის ვინაობა დაასახელა, რომელთაც  25 იანვარს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში გაათავისუფლებენ.

მედიის ცნობით, ოთხივე მათგანი ქალი სამხედროა. ესენი არიან - კარინა არიევი, დანიელა გილბოა, ნაამა ლევი და ლირი ალბაგი.

სია გამოქვეყნდა საღამოს, მაგრამ IDF-მა ისრაელის მედიას სთხოვა, რომ არ გამოექვეყნებინათ სახელები, ვიდრე ოჯახებს არ შეეტყობინებდნენ.

შეთანხმება მოითხოვს, რომ „ჰამასმა“ გაათავისუფლოს ყველა სამოქალაქო მძევალი ქალი, შემდეგ მოხუცები, შემდეგ მძიმედ დაავადებული მძევლები, სანამ გადავიდოდა ქალი ჯარისკაცების კატეგორიაზე.