1795520685
უცხოეთი
„ჰამასი“ ადასტურებს, რომ ისრაელის იერიშს შიდა უსაფრთხოების აპარატის ახალი ხელმძღვანელი ემსხვერპლა
„ჰამასმა“ დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორში განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაჯგუფების შიდა უსაფრთხოების აპარატის ახალი ხელმძღვანელი დაიღუპა.
„ჰამასის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაღუპულია 50 წლის ნაიმ აბუ ნაჰალი.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა და უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ღაზაში „ჰამასის“ მაღალჩინოსანზე მიიტანეს იერიში, თუმცა თავდაპირველად მისი ვინაობა არ დაუსახელებიათ.