1765978719
უცხოეთი
ჰაკერებმა PornHub გატეხეს და მომხმარებელთა მონაცემები მოიპარეს
დაჯგუფების, ShinyHunters-ის ჰაკერებმა საიტი PornHub გატეხეს და მილიონობით პრემიუმ-მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
კიბერდამნაშავეებმა მოითხოვეს გამოსასყიდი ბიტკოინებში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპარულ მონაცემებს გამოაქვეყნებენ.
საუბარია email-მისამართებზე, საიტზე შესვლის ისტორიაზე და სამძებრო მოთხოვნებზე.
ამასთანავე, როგორც სააგენტო Reuters-ს PornHub-ის ყოფილმა თანამშრომლებმა უთხრეს, ინფორმაციამ მართლაც გაჟონა, მაგრამ საუბარია მოძველებულ მონაცემებზე.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ PornHub-ის გატეხისას ჰაკერებმა სერვისი Mixpanel გამოიყენეს, რომელთანაც PornHub 2021 წლამდე თანამშრომლობდა.