ჰაკან ფიდანი: საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მჭიდროდ ვადევნებთ თვალს სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავთან დაკავშირებით
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის განცხადებით, თურქეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ადევნებს თვალს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციას.
„საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ მჭიდროდ ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ოპერაციას სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოვარდა აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებისას. ღმერთს ვთხოვ შენდობას ჩვენი მოწამეებისთვის და გამძლეობას მათი ოჯახებისა და ახლობლებისთვის. ნუგეში მიეცეს ჩვენს ერს“, - აცხადებს ჰაკან ფიდანი.
Azerbaycan’dan ülkemize dönüş yolunda düşen askeri kargo uçağımıza ilişkin yürütülen arama kurtarma çalışmalarını, Gürcistan makamlarıyla birlikte yakından takip ediyoruz.
— Hakan Fidan (@HakanFidan) November 11, 2025
Şehitlerimize Allah’tan rahmet, ailelerine ve yakınlarına sabır diliyorum. Aziz milletimizin başı sağ…
ცნობისთვის, 11 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა „სი-130“-მა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.