1776614874
უცხოეთი
ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისა და ირანის მოლაპარაკებები „დიდწილად დასრულებულია“
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის განცხადებით, შეერთებული შტატებისა და ირანის მოლაპარაკებები „დიდწილად დასრულებულია“.
ჰაკან ფიდანმა ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორივე ქვეყანას აქვს მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილი.
„თუმცა, პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს რიგი უთანხმოებები“, - დასძინა ჰაკან ფიდანმა.
„თურქეთი დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს როგორც აშშ-სთან, ასევე ირანთან, თუმცა ბოლო მოლაპარაკებები ძირითადად პაკისტანის შუამავლობით მიმდინარეობს“, - წერს უცხოური მედია.