ჰაკან ფიდანი: ირანზე ახალი თავდასხმა რეგიონში ომს კიდევ უფრო გააფართოებს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ირანზე შესაძლო ახალი თავდასხმის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ასეთი ნაბიჯი დაძაბულობას გაამწვავებს და რეგიონში კონფლიქტს კიდევ უფრო გააფართოებს.
მისი თქმით, ომის დასრულების ერთადერთი გზა დიპლომატია და დიალოგია.
სტამბოლში ფიდანი ეგვიპტის, პაკისტანის, საუდის არაბეთის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრაზე ირანში მიმდინარე ომის განვითარება, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი მებრძოლების თავდასხმები საუდის არაბეთზე და რუსეთის ომი უკრაინაში განიხილეს.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ ირანზე ახალი თავდასხმა რეგიონში ომს გააფართოებს. ირანზე დარტყმა არანაირად არ წარმოადგენს გამოსავალს. ამჟამად ამას არავინ უჭერს მხარს“, - განაცხადა ფიდანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.