Loading data...
ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა - დაღუპულია, სულ მცირე, 70 ადამიანი

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის მახლობლად კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ მცირე, 70 ადამიანი. აღნიშნულის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, 6 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა გაქცეულიყო.  შეიარაღებულმა პირებმა სულ მცირე, 45 სახლი და 34 მანქანა დაწვეს.

„ეს არის საშინელი დანაშაული არა მხოლოდ დაუცველი ადამიანების, არამედ მთელი ჰაიტი წინააღმდეგ“, - აღნიშნა ჰაიტის პრემიერ მინისტრმა გარი კონილმა X-ზე.