1756386600
უცხოეთი
ჰააგის სასამართლოს პროკურორს კარიმ ხანს სექსუალურ შევიწროებაში უკვე მეორე ქალი დებს ბრალს - The Guardian

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს კარიმ ხანს სექსუალურ შევიწროებაში ბრალს უკვე მეორე ქალი დებს. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის წინააღმდეგ გამოძიება გაეროს საზედამხედველო კომიტეტმა გასულ წელს დაიწყო.
კარიმ ხანი მაშინ ძალადობაში მისმა თანამშრომელმა დაადანაშაულა. გამოძიების დასრულებამდე პროკურორს უფლებამოსილება აქვს შეწყვეტილი.