1761285607
უცხოეთი
გუბერნატორის განცხადებით, დრონი მოსკოვის ოლქში მე-14 სართულის ბინაში შეფრინდა - დაშავდა 5 ადამიანი
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება უპილოტო საფრენი აპარატი შეფრინდა.
გუბერნატორის თქმით, ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„სამი ბინა დაზიანდა და შენობიდან დაახლოებით 70 მცხოვრები ევაკუირებულია“, - იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.
აფეთქების მომენტი ვიდეოკონტროლის კამერებმა დააფიქსირა.