Guardian: ზიმბაბვე გვალვით გამოწვეული საკვების ნაკლებობის გამო 200 სპილოს მოკლავს
ხელისუფლების განკარგულებით, გვალვით გამოწვეული საკვების ნაკლებობის გამო ზიმბაბვეში 200 სპილოს მოკვლას აპირებენ, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს.
გარემოს დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანას იმაზე მეტი სპილო ჰყავს, ვიდრე საჭიროა.
როგორც მედია წერას, მთავრობამ დაავალა ზიმბაბვეს პარკებისა და ველური ბუნების ორგანოს (ZimParks) დაეწყო მკვლელობის პროცესი. სპილოებზე ნადირობა დაგეგმილია, მათ შორის, ქვეყნის უდიდეს ნაკრძალშიმ ჰვანგეში. შემდეგ ზიმბაბვეს ხელისუფლება გეგმავს „ქალების მობილიზებას, რათა გააშრონ სპილოს ხორცი და გააგზავნონ იმ რაიონებში, სადაც საკვების მწვავე დეფიციტია“.
ზიმბაბვეში დაახლოებით 100 000 სპილო ცხოვრობს. ველური ცხოველების დახოცვის გადაწყვეტილება ნამიბიის ხელისუფლებამაც მიიღო. იქ ცხოველების განადგურება უკვე დაიწყეს. ზიმბაბვემ და ნამიბიამ, სამხრეთ აფრიკის კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს გვალვის გამო. ნამიბიამ ამ თვეში განაცხადა, რომ მან უკვე მოკლა 160 ველური ცხოველი, მათ შორის 83 სპილო.
გაეროს შეფასებით, ზიმბაბვეელთა დაახლოებით 42% სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო ხელისუფლება ამბობს, რომ დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს დასჭირდება სასურსათო დახმარება ნოემბრიდან მარტამდე, როდესაც საკვები ყველაზე მწირია.