1785489026
უცხოეთი
Guardian: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება
საუდის არაბეთი იემენში „ჰუსიტებზე“ ინტენსიური დარტყმებისთვის ემზადება, - ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ იემენურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუდის არაბეთის ძალები, შესაძლოა, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებიან.
გამოცემა წერს, რომ საუდის არაბეთის ჯარები იემენის აღმოსავლეთიდან გადიან, რაც შესაძლოა, უფრო ფართომასშტაბიანი შეტევისთვის მზადების ნიშანი იყოს.
ცნობისთვის, „ჰუსიტებმა“ 20 ივლისს განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადას დააწესებდნენ და მას შემდეგ მათ საუდის არაბეთთან დაკავშირებულ გემებზე განხორციელებულ რამდენიმე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს. საუდის არაბეთმა საპასუხოდ საჰაერო დარტყმებით უპასუხა.