„გთხოვთ, გადასცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები ტრამპს“ - პუტინმა ამერიკული დელეგაცია დახურულ კარს მიღმა მიიღო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს.
რუსული მედიის ცნობით, კრემლში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
„საუბარი სამ საათზე მეტხანს, უფრო ზუსტად, სამ საათსა და 10 წუთს გაგრძელდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ეს ვაშინგტონის კიდევ ერთი მცდელობაა, აღადგინოს სამშვიდობო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებას. ჯერჯერობით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მცდელობები სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით წარუმატებელია.
„პუტინმა ტრამპის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ რუსეთი [უკრაინაში] თავისი მიზნების მიღწევას აპირებს და კონფლიქტის მოგვარებისთვის საჭიროა კონფლიქტის ძირითადი მიზეზების მოგვარება“, - განაცხადა უშაკოვმა.
ინფორმაციისთვის, კრემლში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრა 5 სექტემბერს გაიმართა.
მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დიმიტრიევი.