Loading data...
გრიგორი კარასინი: როგორც ჩანს, მარკ რუტე ბავშვობაში ხშირად ბულინგის მსხვერპლი იყო

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი The New York Times-ში გამოქვეყნებულ ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნატოს გენერალური მდივანი პანიკაშია ევროპაზე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და პირადად საკუთარ თავზე შესაძლო თავდასხმის გამო.

„როგორც ჩანს, მარკ რუტე ბავშვობაში ხშირად ბულინგის მსხვერპლი იყო. ამიტომაც აქვს პანიკური შიში, რომ ნატოს, ევროპას ან თავად მას ვინმე თავს დაესხმება.

ნატოს გენერალური მდივნის მსჯელობები პეკინის და მოსკოვის შესაძლებლობების შესახებ საშიშად ჰგავს ნაბახუსევზე მყოფი ადამიანის ემოციებს“, - წერს გრიგორი კარასინი.

გარდა ამისა, მან, ასევე, გაიხსენა თუ როგორ გადაწყვიტა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აღმოსავლეთისკენ გაფართოების დაწყება.

ახლა ნატო, როგორც კარასინმა ხაზგასმით აღნიშნა, პასუხს აგებს დაშვებულ სტრატეგიულ შეცდომაზე.