გრენლანდიის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი: დიდი პატივია ამ პოზიციაზე მუშაობა, რათა გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გავხადოთ
„ჩემთვის დიდი პატივია ამ პოზიციაზე მუშაობა, რათა გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გავხადოთ“, – ამის შესახებ გრენლანდიის საკითხებში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ჯეფ ლენდრი აცხადებს.
„დიდი მადლობა დონალდ ტრამპს. დიდი პატივია, გემსახუროთ ამ პოზიციაზე, რათა გრენლანდია აშშ-ის ნაწილად ვაქციოთ. ეს არანაირად არ იმოქმედებს ჩემს, როგორც ლუიზიანას გუბერნატორის პოზიციაზე“, – წერს ლენდრისი სოციალურ ქსელში.
ამასთან, როგორც უცხოური მედია წერს, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა გრენლანდიაში საგანგებო წარმომადგენელი დანიშნა, გრენლანდიის საკითხი აშშ-სა და დანიას შორის კვლავ დიპლომატიური დაძაბულობის მიზეზი გახდა.
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი და გრენლანდიის მთავრობის ხელმძღვანელი იენს-ფრედერიკ ნილსენი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. მათი თქმით, გრენლანდია ეკუთვნით გრენლანდიელებს.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა, ლენდრის დანიშვნას „ღრმად შემაშფოთებელი“ უწოდა და ვაშინგტონს დანიის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა.
ინფორმაციისთვის, მარტში თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „აშშ-ს გრენლანდია „მსოფლიო მშვიდობისთვის“ სჭირდება.