Loading data...
გრენლანდიის პრემიერი ტრამპის განცხადებაზე: აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გრენლანდიასთან დაკავშირებით თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შეერთებული შტატები ვერ მიიღებს გრენლანდიას“.

„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: შეერთებული შტატები ვერ მიიღებს გრენლანდიას. ჩვენ არ ვეკუთვნით სხვა ვინმეს. ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს“, – აცხადებს გრენლანდიის პრემიერი. 

ინფორმაციისთვის,ტრამპი აცხადებს, რომ მას არ აინტერესებს რა გზავნილს მიიღებს რუსეთი და დანარჩენი მსოფლიო, თუ შეერთებული შტატები გრენლანდიას მიიღებს.

ტრამპმა NBC News-სთან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ აშშ 100%-ით მიიღებს გრენლანდიას.