Loading data...
გრენლანდიის პრემიერი: მოსახლეობა და ხელისუფლება კუნძულზე აშშ-ის შესაძლო სამხედრო შეჭრისთვის უნდა მოემზადოს

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა, რომ არქტიკული კუნძულის მოსახლეობამ და ხელისუფლებამ შესაძლო სამხედრო შეჭრისთვის მზადება უნდა დაიწყოს, მაშინაც კი, თუ ეს ნაკლებად სავარაუდო სცენარია. წერს Bloomberg.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან კუნძულზე კონტროლის აღების სურვილის შესახებ მზარდი რიტორიკის ფონზე გაკეთდა.

„სამხედრო კონფლიქტი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მისი გამორიცხვა შეუძლებელია. მეორე მხარის ლიდერმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს არ გამოირიცხება. ამიტომ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ გრენლანდია დასავლური ალიანსის, ნატოს ნაწილია და თუ შემდგომი ესკალაცია მოხდება, ამას მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა ნილსენმა  პრესკონფერენციაზე.