გრენლანდიის პრემიერი: გრენლანდია ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ გადაწყვეტილებებს აქ ვიღებთ
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებების შემდეგ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კუნძულის მცხოვრებლები მიიღებენ.
ასევე, მისი თქმით, წუხს იმის გამო, რომ „აშშ-ის პრეზიდენტმა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების სურვილი კიდევ ერთხელ გამოხატა“.
„მსგავს სიტყვებს ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოებისა და ძალაუფლების საკითხამდე დაჰყავს. ჩვენ საკუთარ თავს ასე არ აღვიქვამთ და ჩვენ შესახებ ასე საუბარი არ შეიძლება“, - აღნიშნა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
ამავდროულად, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა თანამოქალაქეებს და მსოფლიო ლიდერებს, „რომლებმაც ნათლად და ცალსახად გამოხატეს თავიანთი პატივისცემა გრენლანდიის, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მიმართ“.
„კიდევ ერთხელ: გრენლანდია ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ გადაწყვეტილებებს აქ ვიღებთ. ყოველთვის ვიბრძოლებ ჩვენი თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლებისთვის, რათა ჩვენი მომავალი თავად განვსაზღვროთ“, - დასძინა გრენლანდიის პრეზიდენტმა.