1735036139
უცხოეთი
გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს და არ იყიდება - გრენლანდიის პრემიერი ტრამპს
დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მუტე ეგედე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სურვილს, გრენლანდიის ყიდვის შესახებ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელ ხალხს და არ იყიდება.
„გრენლანდია ჩვენია. ჩვენ არ ვიყიდებით და არც არასდროს გავიყიდებით. თავისუფლებისთვის ჩვენს ხანგრძლივ ბრძოლაში არ დავმარცხდებით“, - განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის სურვილი რამდენიმე დღის წინ გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უდიდესი კუნძული გრენლანდია 1814 წელს დანიის დაქვემდებარებაში მოექცა. 1979 წელს დანიის პარლამენტმა გრენლანდიას ფართო ავტონომია მიანიჭა.