1775051411
უცხოეთი
Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - განაცხადები მოიცავს YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს
„ამერიკულმა კორპორაცია Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა“, - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
განაცხადები მოიცავს YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს. კომპანიას ასევე სურს, Google Meet-ის, Google Workspace-ის, Google Drive-ის, Google Mail-ის, Gmail-ის და Google Cloud-ის სახელებისა და ლოგოების სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია. გარდა ამისა, ზოგიერთი განაცხადი ეხება Pixel ბრენდს - Google Pixel, Pixel Buds, Pixel, Google Pixel Buds. Google-ს ასევე სურს Bigtable, Firebase, Nest და Tensorflow სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია.
როსპატენტის ცნობით, ამერიკულმა კომპანია Google LLC-მ, ყველა განაცხადი მარტის ბოლოს შეიტანა.