Loading data...
გლობალური დათბობის გამო ადამიანები ნაკლებს მოძრაობენ და უფრო ხშირად ხდებიან ავად - კვლევა

დედამიწაზე არსებული გლობალური დათბობშისა და მასთან დაკავშირებული პროცესების გამო ადამიანები სულ უფრო ნაკლებს მოძრაობენ და უფრო ხშირად ხდებიან ავად. ამის შესახებ The Lancet Global Health-ის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევები მიუთითებს. ინფორმაიცას eurekalert.org ავრცელებს.

კვლევებმა აჩვენა, რომ 2050 წლისთვის სიცხეს შეუძლია ადამიანთა ფიზიკური აქტივობა ფაქტობრივად გათიშოს. ზოგიერთ რეგიონში ვარჯიში და მძიმე შრომა სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს.

ყველაზე მეტი პრობლემა ცენტრალურ ამერიკაში, კარიბის ზღვის რეგიონში, აღმოსავლეთ აფრიკაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შეიქმნება. იქ მკვეთარდ გაიზრდება ადამიანთა რაოდენობა, ვინც ნაკლებად მოძრავ ცხოვრებას ეწევა.

შესაბამისად, გაიზრდება დაავადებულ ადამაინთა რაოდენობა. ადამიანები ერთგვარ ხაფანგში აღმოჩნდებიან - სიცხეში მოძრაობა საშიშია, მაგრამ უმოძრაობა კიდვე უფრო ცუდია. ცხოვრების ეს წესი უამრავ დაავადებას იწვევს.