გიდეონ საარი ფონ დერ ლაიენს: შემაშფოთებელია, რომ ასეთი წინადადების წამოყენებით, აძლიერებთ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია საშინელ დანაშაულებზე

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.
„ღრმად შემაშფოთებელია, რომ თქვენ, ასეთი წინადადების წამოყენებით, პრაქტიკულად აძლიერებთ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია საშინელ დანაშაულებზე და რომელიც განაგრძობს ამის ჩადენას მაშინ, როდესაც ისრაელი, ევროკავშირის დიდხნიანი პარტნიორი, ეგზისტენციალურ ომს აწარმოებს.
გიდეონ საარი ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ ისრაელისთვის გარკვეული სავაჭრო პრივილეგიების შეჩერება „არაპროპორციული“ და „უპრეცედენტოა“.
ცნობისთვის, ევროკომისია გეგმავს, წარადგინოს კონკრეტული წინადადებები ისრაელის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რომელთა შორისაც განიხილავენ ზოგიერთი სავაჭრო პრივილეგიის შეჩერებას.