Loading data...
გიდეონ საარი: ქვეყნებს, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს მხარს უჭერენ, არ ადარდებთ რა მოუვა ისრაელს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის გიდეონ საარის განცხადებით, „ქვეყნებს, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს მხარს უჭერენ, არ ადარდებთ რა მოუვა ისრაელს, რადგან ეს მათზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს“.

„საერთაშორისო საზოგადოებაში ეს სლოგანად იქცა, ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა. ვინ თქვა, რომ ეს გადაწყვეტაა? ალბათ, ეს პრობლემაა. მე ამას ორი სახელმწიფოს ილუზიად მივიჩნევ“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის, ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ.