გიდეონ საარი: ისრაელი არ გეგმავს ღაზას სექტორიდან პალესტინელების ძალის გამოყენებით გაძევებას ან დეპორტაციას
ისრაელი არ გეგმავს ღაზას სექტორიდან პალესტინელების ძალის გამოყენებით გაძევებას ან დეპორტაციას, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა.
„ჩვენ არ ვგეგმავთ ღაზის სექტორიდან ვინმეს გაძევებას ან დეპორტაციას. თუ ვინმეს საკუთარი ნებით სურს ემიგრაცია და არსებობს ქვეყანა, რომელიც მზად არის, მიიღოს იგი, როგორც ეს ხდება მსოფლიოს ნებისმიერი კონფლიქტის ზონიდან, ჩვენ ამას წინააღმდეგობას არ გავუწევთ. მაგრამ არავის ვაიძულებთ, თავისი ნების წინააღმდეგ დატოვოს ქვეყანა“, - აცხადებს გიდეონ საარი.
Israel’s Foreign Minister Gideon Sa’ar: We are not planning to expel or deport anyone from the Gaza Strip. If someone wants to immigrate willingly and a country is ready to accept him, we will not oppose that.#Israel #Gaza #Palestinians #WestBank #Hamas #MiddleEast pic.twitter.com/EwWsjHOchE
— The Geo-Political Arena (@GPoliticalArena) September 9, 2026