Loading data...
ღაზაში ომი არ დასრულდება, ვიდრე ყველა მძევალი არ გათავისუფლდება - ისრაელ კაცი

თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაციმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაასრულებს ომს ღაზას სექტორში, ვიდრე „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება.

„ჩვენ არ შევწყვეტთ ომს, სანამ ყველა სახლში არ დაბრუნდება. მოვედი, რათა დავრწმუნდე, რომ IDF მზად არის დაიცვას ჯარისკაცები ნებისმიერი თავდასხმისგან, ცეცხლის შეწყვეტის დროსაც კი“, - აღნიშნა მან ღაზას საზღვარზე მდებარე არმიის ობიექტში ვიზიტის დროს, სადაც გათავისუფლებულ მძევლებს პირველადი დახმარება გაეწევათ.

თავდაცვის მინისტრი, ასევე, პირობას დებს, რომ სამხედროები დარჩებიან ბუფერულ ზონაში ღაზას საზღვრის გასწვრივ და „მტკიცედ უპასუხებენ ნებისმიერ დარღვევასა და საფრთხეს“.