1705477308
უცხოეთი
ღაზაში, „ჰამასის“ ტყვეობაში ორი მძევალი დაიღუპა - კიბუცი ბეერი

ღაზას სექტორში „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ორი ისრაელელი მძევლის, იოსი შარაბის და იტაი სვირსკის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ცნობა. როგორც The Times of Israel კიბუცი ბეერში გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ეს პირველი ოფიციალური, საჯარო ცნობაა ამ ორი პირის სიკვდილის შესახებ.
იოსი შარაბის და იტაი სვირსკი „ჰამასის“ ტერორისტებმა სწორედ კიბუციდან გაიტაცეს 7 ოქტომბერს.
კიბუცი ბეერი დაღუპულთა ცხედრების ისრაელისთვის გადმოცემას და ღაზაში ტყვეობაში მყოფი სხვა მძევლების გათავისუფლებას ითხოვს.