1754230932
უცხოეთი
ღაზაში ბოლო 24 საათში შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა

ღაზას სექტორში ბოლო 24 საათში შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ 6 პალესტინელი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რიცხვი 175-მდე გაიზარდა. ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ცნობით, შიმშილით დაღუპულთა შორის 93 ბავშვია.
ეგვიპტის სამთავრობო ტელევიზია „ალ კაჰერა ნიუსმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ღაზაში 107 ტონა საწვავით დატვირთული ორი სატვირთო მანქანა აპირებდა შესვლას, თუმცა ისრაელმა დახმარების მიწოდება მკაცრად შეზღუდა.
როგორც გაეროში აცხადებენ, საკვების საჰაერო გზით მიწოდება არასაკმარისია და ისრაელმა ხმელეთით გაცილებით მეტი დახმარების შეტანა უნდა უზრუნველყოს.