1795522063
უცხოეთი
ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივი ჯანდაცვისა და პოლიციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება იტყობინება, სამხრეთ ღაზაში მდებარე პოლიციის შენობაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად სამი პირი დაიღუპა, მათგან ორი პოლიციელია. ამასთან, იერიშის შედეგად დაშავდა კიდევ ხუთი პირი.
ინფორმაციისთვის, „ჰამასმა“ დაადასტურა, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორში განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაჯგუფების შიდა უსაფრთხოების აპარატის ახალი ხელმძღვანელი დაიღუპა.
„ჰამასის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაღუპულია 50 წლის ნაიმ აბუ ნაჰალი.