1784391602
უცხოეთი
ღაზას სექტორში ისრაელის იერიშს, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა
ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის ავიაიერიშს, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა.
როგორც „როიტერი“ პალესტინურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, თავდასხმა ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკში, დაკრძალვის ცერემონიაზე მოხდა.
იერიშს „ჰამასი“ გამოეხმაურა და დაგმო.
„ჰამასმა“ იერიშს „ისრაელის ძალების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი საზარელი დანაშაული“ უწოდა და მათ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „სისტემატურ და უწყვეტ“ დარღვევაში დასდო ბრალი.