Loading data...
ღალიბაფის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, ვიდრე აშშ ირანთან დროებითი შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს არ შეასრულებს

ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება მანამდე, ვიდრე აშშ ირანთან დროებითი შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს არ შეასრულებს, - ამის შესახებ ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა და პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა

მისი თქმით, ვაშინგტონმა უნდა მოხსნას ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა, გააუქმოს დაწესებული სანქციები და გაათავისუფლოს ირანის გაყინული აქტივები.

ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის მონაწილეც ისრაელი არ არის და რომლის ვადაც ოფიციალურად გუშინ ამოიწურა, მისი გამოცხადებიდან მალევე ჩაიშალა.

ამის შემდეგ ირანმა კვლავ დაიწყო იმ გემებზე თავდასხმები, რომლებსაც თეირანი სრუტის გავლით ნებართვის გარეშე გადაადგილებაში ადანაშაულებდა, რასაც აშშ-ის საპასუხო დარტყმები მოჰყვა.