გერმანული გამოცემა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტს აქვეყნებს
გერმანული გამოცემა WELT რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტს აქვეყნებს, რომელიც მხარეებმა 2022 წლის მარტში, სტამბოლში შეიმუშავეს. WELT-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ 2-წლიანი ომის შემდეგაც მხარეებს ამ შეთანხმების პუნქტების გარშემო მოლაპარაკების გამართვა შეუძლიათ.
„საიდუმლო შეთანხმება, რაზეც გერმანული გამოცემა წერს, შემდეგ პუნქტებს შეიცავს:
უკრაინის ვალდებულება:
ნატოში გაწევრიანებაზე უარი;
ბირთვული შეიარაღების შექმნაზე უარის თქმა, ასევე ქვეყანაში უცხოური შეიარაღებული ძალების და შეიარაღების განთავსებაზე და გატარებაზე უარი;
უკრაინა არ მისცემს სხვა ქვეყნებს საკუთარი პორტების და აეროდრომების გამოყენების შესაძლებლობას.
რუსეთის ფედერაციის ვალდებულება:
მომავალში თავს აღარ დაესხმება უკრაინას;
უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში მისი უსაფრთხოების გარანტიის ქვეყნები 3 დღის ვადაში უკრაინას უნდა დაეხმარონ;
ყირიმი და სევასტოპოლი უსაფრთხოების გარანტიებიდან ამოღებულია, ანუ ყირიმზე კონტროლი რუსეთს რჩება;
დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებული ნაწილები ნაწილობრივ რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება;
მოლაპარაკება სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობით გაიმართა.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკება სტამბოლში 2022 წელის 29 მარტს გაიმართა. მასზე მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ამასთანავე, მხარეებს შორის არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ხელმოწერილი არ ყოფილა.