Loading data...
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa თეირანსა და ბეირუთში ფრენებს აპრილის ბოლომდე აჩერებს

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa თეირანისა და ბეირუთის მიმართულებით ორმხრივი ფრენების შეჩერებას აპრილის ბოლომდე აგრძელებს და აცხადებს, რომ მისი თვითმფრინავები ირანის საჰაერო სივრცის გადაკვეთას კვლავ თავიდან აიცილებენ.

„ჩვენი ფრენები თეირანსა და ბეირუთში გაუქმებულია 30 აპრილის ჩათვლით და ჩვენ ირანის საჰაერო სივრცეს ამ თარიღამდე არ გამოვიყენებთ“, - განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, 13 -14 აპრილს, ღამით ირანმა უპილოტო თვითმფრინავებითა და რაკეტებით ისრაელს შეუტია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს.

ირანი ისრაელზე ავიაიერიშს დამასკოში მის საკონსულოზე განხორციელებულ თავდასხმაზე საპასუხო რეაქციას უწოდებს.