გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთი გახდა
ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი საგარეო-სავაჭრო პარტნიორი გახდა და აშშ-ს გაასწრო. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთიდან გერმანიაში ექსპორტის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,5%-ით გაიზარდა და 124,5 მლრდ ევრო შეადგინა. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის საერთო მოცულობამ კი 185,9 მლრდ ევრო შეადგინა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
2016-2023 წლებში ჩინეთი აშშ-ის მთავარი სავაჭრო პარტნიორი უკვე იყო. 2024 წელს კი პირველ ადგილზე აშშ გავიდა. მიმდინარე წლის იანვრიდან კი აშშ-ში გერმანული პროდუქციის იმპორტი დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გამო შემცირდა.
იგივე ეხება ჩინურ კომპანიებსაც, რომლებმაც აშშ-სთან სავაჭრო ომის გამო თავისი პროდუქცია გერმანიაზე გადაამისამართეს. ამასთანავე, ჩინური პროდუქციის ფასი 4%-ით ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს. ექსპერტები მოუწოდებენ ბრიუსელს, რომ საკომპენსაციო საბაჟო გადასახადები დააწესოს, რათა ევროკავშირში ადგილობრივი მწარმოებლები არ დაზარალდნენ.