1766406891
უცხოეთი
გერმანიის ცაში 2025 წელს 1000 საეჭვო დრონი დააფიქსირეს
გერმანიის სისხლის სამართლის ფედერალურმა უწყებამ მიმდინარე წელს 1000 საეჭვო უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
როგორც უწყების უფროსმა ჰოლგერ მუნჰმა განაცხადა, ყველაზე ხშირად ეს დრონები სამხედრო ობიექტების, აეროპორტების ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მახლობლად დაფრინავდნენ.
მუნჰი ამბობს, რომ დრონები ინფორმაციას აგროვებენ. ამისთვის თანამგზავრების გამოყენებაც არის შესაძლებელი, მაგრამ ხშირად თანამგზავრი ვერ აგროვებს იმ ინფორმაციას, რისი შეგროვება დრონებს შეუძლია.
ასევე მსგავსი ფაქტები მოსახლეობაში შიშის გრძნობას ავრცელებს. ხშირ შემთხვევაში დრონებს მოსახლეობა ამჩნევს და ამის შესახებ პოლიციას ატყობინებს, რაც ადამიანებში რწმენის უქონლობის განცდას იწვევს.