Loading data...
გერმანიის თავდაცვის მინისტრს სჯერა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვება შეუძლია

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინის ფრონტზე ბოლო წარუმატებლობის მიუხედავად, მას მაინც სჯერა, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ ომში შესაძლებელია.

 კითხვას, შეუძლია თუ არა უკრაინას რუსეთთან ომის მოგება? თავდაცვის მინისტრმა უპასუხა: „და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამას“.

მისი თქმით, დახმარების შესუსტება არ უნდა მოხდეს.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეძებს და იყენებს ყველა სისუსტეს“, - დასძენს გერმანიის თავდაცვის მინისტრი.