Loading data...
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა დიდწილად პუტინის პოზიციაზე და ტრამპის შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული

გერმანიის თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუს არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უახლოეს მომავალში დასრულდება. ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს. 

პისტორიუსის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივები დიდწილად დამოკიდებულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოზიციაზე და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შემდგომ ნაბიჯებზე.

ამავდროულად, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამერიკული ძალისხმევის სწრაფი შედეგების მიღწევის შესაძლებლობის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. 

„ბოლო რამდენიმე თვის მოვლენები არ იძლევა იმედის საფუძველს, რომ ტრამპის მიდგომა სწრაფად გამოიწვევს ცეცხლის შეწყვეტას“, - განაცხადა პისტორიუსმა. 

ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ 10 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება.

„მომავალ კვირას, სამშაბათს [10 ნოემბერს], არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებაა დაგეგმილი, რისთვისაც არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობის მადლიერი ვართ“, - განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე.