1747244811
უცხოეთი
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: პუტინს მშვიდობა არ სურს, მას უკრაინელების დაბომბვის გაგრძელება სურს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ არ სჯერა, რუსეთი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას.
პისტორიუსის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა, მათ შორის გერმანიამ, ნათლად განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება, თუ პუტინი „არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას ან საერთოდ არ დაიწყებს მის განხორციელებას“.
„სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ სხვას არაფერს ველოდი. მას არ სურს მოლაპარაკებები, მას სურს დაბომბვის, ბრძოლისა და ტერიტორიების მიტაცების გაგრძელება“, - დასძინა მან.
გერმანელმა მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინისა და ევროპული ერთიანობის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას ამ საკითხთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, ეს არის სიგნალი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსკოვისთვის, არამედ ვაშინგტონისთვისაც“, - აღნიშნა პისტორიუსმა.