Loading data...
გერმანიის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ნატოდან გასვლის შესახებ ტრამპის განცხადებაზე: პოლიტიკას ქმედებებით ვაფასებ და არა სიტყვებით

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი ნიშნები იმისა, რომ შეერთებული შტატები ნატოს დატოვებს. ამის შესახებ მან Rheinische Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე სერიოზულად აღიქვამს თუ არა ნატოდან შეერთებული შტატების გაყვანის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარას, პისტორიუსმა უპასუხა, რომ პოლიტიკას ქმედებებით აფასებს და არა სიტყვებით. 

„ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ამ მიმართულებით რამე ხდება“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ „ამავდროულად, დასძინა, რომ ამის გამორიცხვა შეუძლებელია“.

„ამიტომ, მე ჩემს აზრზე ვრჩები: ნატო უფრო ევროპული უნდა გახდეს, რათა ტრანსატლანტიკური დარჩეს“, - აღნიშნა პისტორიუსმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის სერიოზულად განიხილავს აშშ-ის ნატოდან გასვლის საკითხს. ტრამპმა ამის შესახებ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა.