1792430798
უცხოეთი
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი საფრანგეთის არეულობებში პასუხისმგებლობას „მემარცხენე ექსტრემისტებსა“ და მიგრანტებს აკისრებს
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი საფრანგეთის არეულობებში პასუხისმგებლობას „მემარცხენე ექსტრემისტებსა“ და მიგრანტებს აკისრებს.
„ის, ვინც ვერ აცნობიერებს, რომ მემარცხენე ექსტრემისტები და მიგრანტები ქუჩებში ერთიანდებიან, რათა დემოკრატიული სისტემების წინააღმდეგ იბრძოლონ, ვითარებაში ვერ ერკვევა“, – განაცხადა დობრინდტმა.
მისივე თქმით, ის, ვინც ქუჩებს ბრძოლის ველად აქცევს, თავს ესხმის პოლიციელებს და ცეცხლს უკიდებს მერიებს, უკეთესი განათლებისთვის არ აპროტესტებს.
„ის შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებს ჩვენი თავისუფალი საზოგადოებისა და ცხოვრების წესის წინააღმდეგ“.