გერმანიის შეიარაღებულ ძალებში მომავალ წელს დრონების პირველ პოლკს შექმნიან
ბუნდესვერი 2027 წელს უპილოტო საფრენი აპარატების პირველ პოლკს შექმნის, რა დროსაც უკრაინის ომის გამოცდილება იქნება გათვალისწინებული. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ჩვენ 2027 წლის განმავლობაში ბუნდესვერის დრონების პირველ პოლკს შევქმით“, - განაცხადა პისტორიუსმა ქვემო საქსონიაში სამხედრო პოლიგონის სტუმრობისას.
„ვისაც ხმელეთზე წარმატების მიღწევა სურს, უნდა ფლობდეს უპილოტო სისტემების სამხედრო გამოყენების მეთოდებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
პისტორიუსის თქმით, პოლკი შეასრულებს დაზვერვის, მიზნების განადგურების და მოწინააღმდეგის დრონების განეიტრალების ამოცანებს. ბუნდესვერი გამოიყენებს სისტემებს, რომელთა მოქმედების მანძილი 500 კმ-ს შეადგენს.
გერმანელი მინისტრი ამბობს, რომ შეიარაღების ცალკეული სისტემების ეფექტიანობა საერთო ქსელში მათ ინტეგრაციაზეა დამოკიდებული. ამისთვის სამხედროები ადგილზე შეიარაღების შემქმნელ ინჟინრებთან ერთად უნდა იმუშაონ.
ახალი პოლკის დისლოკაციის ადგილი ჯერ დადგენილი არ არის. პარალელურად უპილოტო სისტემების ინტეგრაცია მოხდება დღეს არსებულ საჯარისო შენაერთებში, მათ შორის ქვეითთა, სადაზვერვო შენაერთებში და სატანკო ნაწილებში.