Loading data...
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ლიდერობს - გერმანიის კანცლერი სავარაუდოდ, ფრიდრიხ მერცი გახდება

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და ყველა უბანი დაიხურა. 

ხმების დათვლის შედეგების მიხედვით, არჩევნებში კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CSU) იმარჯვებს, რომელსაც ამ დროისთვის, ამომრჩეველთა 29%-ის მხარდაჭერა აქვს, მეორე ადგილს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) იკავებს ხმების 19.5%-ით, ხოლო მესამე ადგილზე 16%-ით გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიია, რომელსაც ოლაფ შოლცი წარმოადგენს.

როგორც CNN წერს, კონსერვატიული პარტიის შტაბ-ბინაში ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, უკვე აღნიშნეს მოსალოდნელი გამარჯვება. 

„ეს იმას ნიშნავს, რომ ფრიდრიხ მერცი, რომელსაც აქამდე არასდროს ყოფილა სამთავრობო თანამდებობაზე, სავარაუდოდ გერმანიის ახალი განცლერი გახდება“, - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ბოლო არჩევნებთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია პარტია ულტრამემარჯვენე პარტია  „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შედეგები.

ხოლო ოლაფ შოლცის პარტიამ 2021 წლის არჩევნებში 25.7%-იანი მხარდაჭერა მიიღო. 

ამ დროის მონაცემებით, პარლამენტში შესასვლელი ბარიერი აგრეთვე გადალახეს „მწვანეებმა“, თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ და სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა.