გერმანიის საკონსულომ სანკტ-პეტერბურგში მუშაობა შეწყვიტა, რომელიც იქ 1972 წლიდან არსებობდა
გერმანიის გენერალურმა საკონსულომ სანკტ-პეტერბურგში მუშაობა შეწყვიტა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
17 სექტემბერს შენობიდან გერმანიის დროშა, გერბი და სხვა სიმბოლოები ჩამოხსნეს.
გენერალური საკონსულოს საიტზე წერია, რომ საკონსულოს ფუნქციებს მომავალში მოსკოვში გერმანიის საელჩო შეასრულებს.
„სანკტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულო იძულებულია 2026 წლის 18 სექტემბრიდან მუშაობა შეწყვიტოს და ამ მომენტიდან ის დაიხურება. გენერალური საკონსულოს ფუნქციებს მოსკოვში გერმანიის საელჩო შეასრულებს“, - წერია ინფორმაციაში.
გერმანიის საკონსულო სანკტ-პეტერბურგში 1972 წლიდან მუშაობდა. დიპლომატიური მისიის გარდა სანკტ-პეტერბურგში გერმანული სკოლაც დაიხურა. ეს სასწავლო დაწესებულება 2009 წლიდან მუშაობდა. იქ ასევე იყო საბავშვო ბაღი, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი სკოლა. საერთო ჯამში სასწავლო დაწესებულებაში 150 ბავშვი სწავლობდა.