Loading data...
გერმანიის საგარეო უწყებამ ისრაელზე თეირანის ავიაიერიშის გამო, ირანის ელჩი დაიბარა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის ელჩი დაიბარა, რათა ისრაელზე თეირანის სარაკეტო იერიში დაეგმო. ამის შესახებ Times Of Israel-ი გერმანიის მთავრობის სპიკერზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენ გამოვიძახეთ ირანის ელჩი”, - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა სებასტიან ფიშერმა და დასძინა, რომ თავად ელჩი ბერლინში არ იმყოფებოდა და მის ნაცვლად საქმეთა დროებითი რწმუნებული მივიდა. 

ამავდროულად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ირანი დატოვონ, რადგან იქ სიტუაცია არასტაბილურია და შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიცვალოს. 

შეგახსენებთ, 1-ელი ოქტომბრის ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაისროლა. იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.