Loading data...
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტერიტორიულ საკითხებზე რუსეთის „ჯიუტი დაჟინებული“ მოთხოვნა გააკრიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა დაგმო „რუსეთის მუდმივი დაჟინებული მოთხოვნა ძირითად ტერიტორიულ საკითხზე“. ვადეფულმა ეს განცხადება რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის ელჩებს შორის აბუ-დაბიში 23-24 იანვარს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.

„ის, რასაც დღეს ვისმენ და ვკითხულობ, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული მოლაპარაკებებიდან, მხოლოდ რუსეთის ჯიუტი დაჟინებული მოთხოვნაა ტერიტორიულ საკითხზე“, - განაცხადა ვადეფულმა რიგაში.

„და თუ აქ მოქნილობა არ იქნება, მეშინია, რომ მოლაპარაკებები შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ან ამ ეტაპზე წარმატებული არ იყოს“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციები შეხვედრების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციებს 1-ელ თებერვალს განაახლებენ.