Loading data...
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ გერმანიას და აშშ-ს „ერთი და იგივე მიზანი“ აქვთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული ირანელ კოლეგა აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა.

როგორც ვადეფულმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, მან ირანელ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ბერლინი და ვაშინგტონი „ერთსა და იმავე მიზანს“ იზიარებენ.

ამასთან, ვადეფულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინი მხარს უჭერს მოლაპარაკებების გზით მიღწეულ გადაწყვეტას.

„როგორც აშშ-ის ახლო მოკავშირე, ჩვენ ერთი და იგივე მიზანი გვაქვს: ირანმა სრულად და დადასტურებულად  უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე და დაუყოვნებლივ გახსნას ჰორმუზის სრუტე, როგორც ამას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ითხოვს“, - დაწერა ვადეფულმა.

აღსანიშნავია, რომ იოჰან ვადეფულის ეს განცხადება ვრცელდება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების ფონზე, რომ აშშ გერმანიიდან 5000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს.