1758100911
უცხოეთი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს მოუწოდა, „საბოლოოდ“ დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა მოუწოდა აშშ-ს საბოლოოდ დააწესოს დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ბოლოდროინდელი შეჭრის შემდეგ.
„ყველამ, ვინც საკუთარ თავს თავისუფლების დამცველად მიიჩნევს და ამას არცერთი ქვეყანა არ აკეთებს ისე დამაჯერებლად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ახლავე უნდა იმოქმედოს“, - აღნიშნა მან.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს, ასევე, იმედი აქვს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების კიდევ ერთი პაკეტი სწრაფად დამტკიცდება, რომელიც ამჟამად საბოლოო შემუშავების პროცესშია.