Loading data...
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სი ძინპინის, ტრამპის და პუტინის მოლაპარაკებას მიესალმება

მოლაპარაკების ჩატარება ყოველთვის დადებითი მოვლენაა. ამის შესახებ ბაქოში მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა აშშ-ის, ჩინეთის და რუსეთის ლიდერების შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„ნებისმიერი საუბარი - უდავოდ დადებითი მოვლენაა. მე ამას ვამბობ როგორ პოლიტიკოსი, რომელიც საერთაშორისო საკითხებით არის დაკავებული. რა თქმა უნდა, ეს ამ ქვეყნის პრეზიდენტებსაც ეხება. მივესალმები, რომ იქ სამმხრივი დიალოგი მიმდინარეობს“, - განაცხადა მინისტრმა.

ვადეფულმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება. ასევე მან განაცხადა, რომ მომავალი მოლაპარაკება უკრაინის საკითხზე რუსეთსა და უკრაინას შორის, ევროპის მონაწილეობით გაიმართება.

„კონფლიქტის მოგვარდება გრძელვადიანი უნდა იყოს. უნდა გვქონდეს გარანტიები, რომ ამ ომის შემდეგ ახალი ომი არ დაიწყება. ყველა ძალისხმევა სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს - გრძელვადიან მშვიდობას“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა.

18 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის სტუმრებისთვის გამართულ საზეიმო მიღებაზე აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინს შეხვდა.

ქვეყნების ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მოკლედ ისაუბრეს.