გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსული აქტივების ჩამორთმევის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა
მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმა ვეტო დაადო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხის გაცემას, ევროკავშირი არ განიხილავს კიევის მხარდაჭერის სხვა ვარიანტს, რომელიც რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას გულისხმობს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა.
„ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდა“, - აღნიშნა მან და გამორიცხა უკრაინისთვის რუსეთის გაყინული სახსრების გადაცემის შესახებ დისკუსიების განახლების შესაძლებლობა.
გერმანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ შეძრწუნებულია უნგრეთის ხელისუფლების ქმედებებით და უარყო კავშირი ნავთობსადენ „დრუჟბათი“ მიწოდების შეწყვეტასა და ბუდაპეშტის გადაწყვეტილებას შორის - დაბლოკოს ევროპული სესხი უკრაინისთვის.
„უნგრეთი ღალატობს საკუთარ ბრძოლას თავისუფლებისთვის“, - აღნიშნა ვადეფულმა.