Loading data...
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გერმანიას არ ჰქონდა ინფორმაცია ახალი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ, რომელსაც აშშ რუსეთთან კონსულტაციით ამზადებდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ გერმანიას არ ჰქონდა ინფორმაცია აშშ-სა და რუსეთს შორის კულისებში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც რუსეთსა და უკრაინას შორის „მშვიდობის მიღწევის“ ახალი გეგმის მომზადებას ისახავდა მიზნად.

მისი თქმით, გერმანია არ იყო ინფორმირებული იმ 28-პუნქტიანი დოკუმენტის შესახებ, რომლის შესახებაც ამერიკული მედია წერს.

ვადეფულმა განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა მოსკოვს აჩვენოს, რომ დროა, მოლაპარაკებები განაახლონ.